თბილისის ცენტრში, ვერის უბანში, ფიქრის გორაზე, უაღრესად საინტერესო არქიტექტურულ შენობაში, განთავსებულია 7 სართულიანი, კომფორტაბელური, მაღალი კლასის სასტუმრო ილიანი.

სულ რაღაც 200 მეტრი – და თქვენ აღმოჩნდებით რუსთაველის გამზირზე სადაც კონცენტრირებულია დედაქალაქის საქმიანი და კულტურული ცხოვრება.

აქვეა: ფილარმონია, ოპერის და დრამატული თეატრები, სამხატვრო გალერეები, კაფეები, რესტორნები, კაზინო, მაღაზიები, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები.

შემდეგ კი – ძველი თბილისის უბნები, მათი განუმეორებელი ხიბლით.